Wednesday, December 17, 2014

„ვემშვიდობებით ისტ-ის გაკვეთილს.“

2014 წლის 17დეკემბერს, პირველ ა კლასში(დამრიგებელი:ლალი ქობულაძე) ისტ-ის მასწავლებელმა თამთა გაჩეჩილაძემ ჩაატარა სამოდელო გაკვეთილი „ვემშვიდობებით ისტ-ის გაკვეთილს.“
მოსწავლეებმა შეაჯამენ სემესტრის მანძილზე ნასწავლი მასალა და შექმნენ ორიგინალური ნაშრომი ელექტრონულ ფორმატში.
სლაიდების საშუალებით მოსწავლეებმა გააკეთეს სავარჯიშოები, მასწავლებელმა უჩვენა ნაწყვეტი მულტფილმიდან „ბომბორას სწავლა უნდა“ და ნანახი შთაბეჭდილება წარმოადგინეს ნახატის სახით პროგრამა paint-ში.
პირველი კლასის მოსწავლეებმა მიაღწიეს ესგ-ით გათავლისწინებულ სტანდარტს.
ახდენენ ისტ-ის საშუალებების დანიშნულებისა და მათი მოქმედების ძირითადი პრინციპების გაგების დემონსტრირებას ,ამოიცნობენ და ასახელებენ სხვადასხვა ისტ-საშუალებებს და მათზე საუბრისას ასაკის შესაბამისად  იყენებენ  სწორ ტერმინოლოგიას;იყენებენ სახატავ და ტექსტურ რედაქტორებს მასწავლებლის მიერ ჩატარებული სასწავლო აქტივობისას;ამზადებენ და გამოსცემენ ორიგინალურ ნამუშევარს ელექტრონულ ფორმატში (მაგ. ქმნის ნახატს ციფრულ ფორმატში)

მოსწავლეებს დაურიგდათ სამახსოვრო სიგელები და კლასის დამრიგებელმა გადასცა პრიზები.









Monday, March 31, 2014

მზადება ინტეგრირებული გაკვეთილისათვის

11 აპრილს ჩატარდება ინტეგრირებული ღონისძიება მე-5 კლასში,"ვინ უკეთ იცნობს ფლორასა და ფაუნას და საინფორმაციო ტექნოლოგიებს".
ბიოლოგისს მასწავლებელი :შორენა დანელია
ისტ-ის მასწავლებელი:თამთა გაჩეჩილაძე




“ახლა, ჩვენი ჯერია, მასწ!..“


მოგეხსენებათ,  ცნობილია რომ საგაკვეთილო პროცესის ცენტრში დგას მოსწავლე და მიღწეული შედეგი.მნიშვნელოვანია არა იმდენად ის თუ რის სწავლებას ცდილობს მასწავლებელი არამედ ის თუ რა ისწავლა მოსწავლემ,  როგორ ისწავლა და როგორ შეუძლია ამ ცოდნის გამოყენება.

ჩვენ გვინდა ვაჩვენოთ რა ვიცით და რა ვისწავლეთ დღემდე.

ჩვენი გაკვეთილის სახელწოდებაა „ახლა, ჩვენი ჯერია მასწ!“
მე-6 კლასი
ისტ-ის გაკვეთილი