Friday, June 14, 2019

ჩემო საყვარელო მოსწავლეებო!

2018-2019 წელი საკმაოდ ნაყოფიერი იყო ჩვენთვის.გისურვებთ ბედნიერ,ლამაზ და  საინტერესო ზაფხულის არდადეგებს.იკითხეთ მხატრული ლიტერატურა,ითამაშეთ,იმხიარულეთ...
დროებით გემშვიდობებით და მადლობა თითოეულ თქვენგანს ,რომ არსებობთ და მილამაზებთ ყოველ დღეს!..
დიდი სიყვარულითა და პატივიცემით თქვენი თამთა მასწავლებელი!

Tuesday, April 2, 2019

დამოუკიდებელი სამუშაო (სარჩევის გაკეთება)

გახსენით მიმაგრებული ფაილი და შეასრულეთ დავალება ინსტრუქციის მიხედვით



Tuesday, March 19, 2019

კოლონტიტულის შექმნა,დოკუმენტში ბმულის გაკეთება

ელ.წიგნი   © ნინო მარღიშვილი, ზაქარია ქარსაულიძე, თამარ ლოსაბერიძე

Thursday, March 7, 2019

"უსაფრთხოება ინტერნეტში"

ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარებამ ხელი შეუწყო მსოფლიოში ახალი გამოწვევების წარმოქმნას.ამ მეცნიერულმა მიღწევამ ბევრ უპირატესობასთან ერთად წარმოშვა ახალი საფრთხეები.სწორედ ამ პრობლემაზე ორიენტირებული იყო ჩვენი პროექტგაკვეთილი მე-6გ კლასში(დამრიგებელი ინგა ხაჟომია) თემაზე:"უსაფრთხოება ინტერნეტში".მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია და წარმოადგინეს ელექტრონული პოსტერების სახით.მათი ნაშრომები განსხვავებული იყო ერთმანეთისაგან. საინტერესოდ გააკეთეს პრეზენტაციები და ერთმანეთს გაუზიარეს თუ რა საფრთხე შეიძლება შეექმნას მათ ინტერნეტში მუშაობისას. ამავე დროს ვიმსჯელეთ ამ პრობლემის გადაჭრის გზებზეც და გავმართეთ დისკუსია
 


„საუბრები მომავალზე“

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, ხორციელდება პროექტი „საუბრები მომავალზე“. პროექტის მიზანია ზოგადი განათლების სფეროში აქტუალურ თემებზე საუბარი და სწავლების პროცესის თანამედროვე ტექნოლოგიებით გამდიდრება.დღეს ჩვენი სკოლის მე-4,მე-5 კლასის მოსწავლეებსაც მიეცათ შესაძლებლობა , ონლაინ რეჟიმში, მოესმინათ ლექცია თემაზე "პროგრამირების ენა" ,დასვენ კითხვები და მიიღენ პასუხები.მოსწავლეებმა ერთხმად აღნიშნეს ,რომ დღევანდელი ლექცია იყო მათთვის საინტერესო
 

Tuesday, February 5, 2019

დამოუკიდებელი სამუშაო მე-6 კლასი

© ნინო მარღიშვილი, ზაქარია ქარსაულიძე, თამარ ლოსაბერიძე