Thursday, March 7, 2019

"უსაფრთხოება ინტერნეტში"

ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარებამ ხელი შეუწყო მსოფლიოში ახალი გამოწვევების წარმოქმნას.ამ მეცნიერულმა მიღწევამ ბევრ უპირატესობასთან ერთად წარმოშვა ახალი საფრთხეები.სწორედ ამ პრობლემაზე ორიენტირებული იყო ჩვენი პროექტგაკვეთილი მე-6გ კლასში(დამრიგებელი ინგა ხაჟომია) თემაზე:"უსაფრთხოება ინტერნეტში".მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია და წარმოადგინეს ელექტრონული პოსტერების სახით.მათი ნაშრომები განსხვავებული იყო ერთმანეთისაგან. საინტერესოდ გააკეთეს პრეზენტაციები და ერთმანეთს გაუზიარეს თუ რა საფრთხე შეიძლება შეექმნას მათ ინტერნეტში მუშაობისას. ამავე დროს ვიმსჯელეთ ამ პრობლემის გადაჭრის გზებზეც და გავმართეთ დისკუსია
 


No comments: